გაცვლის/დაბრუნების პოლიტიკა

მომხმარებელს შეუძლია პროდუქციის გაცვლა/დაბრუნება შეძენის თარიღიდან 3 დღის განმავლობაში, თუ:

1. პროდუქტი არ მუშაობს გამართულად ან აქვს ვიზუალური ან ტექნიკური დეფექტი. პროდუქტის დაბრუნებისას ან გაცვლისას მომხმარებელს თან უნდა ჰქონდეს შესყიდვის ქვითარი.

2. შეკვეთა შეცდომით იქნა მოწოდებული (მომხმარებელმა მიიღო განსხვავებული პროდუქტი ან სტილი)

გაცვლის/დაბრუნების პოლიტიკა არ ვრცელდება სხვა მიზეზებზე, მაგალითად, თუ მომხმარებელს ან შინაურ ცხოველს არ მოეწონა პროდუქტი.

მომხმარებელს არ შეუძლია პროდუქციის გაცვლა/დაბრუნება, თუ:

1. პროდუქტი დაზიანებულია მომხმარებლის მიერ;

2. პროდუქტს აქვს გამოყენების კვალი;

3. პროდუქტი არის ჰიგიენური ნივთი;

4. პროდუქტი ჰერმეტულად დალუქულია, მისი ჰერმეტული ლუქი მიტანის შემდეგ დაზიანებულია;

5. პროდუქტს არ მოჰყვება ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი, რომელიც გადმოიცა შეძენის დროს.

 

პროდუქტის გაცვლა/დაბრუნების მოთხოვნისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე (+995598908877) ან ონლაინ ჩათში Facebook-ზე ან Instagram-ზე.